ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრი სანქციების პოლიტიკა არ შეცვლილა
თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მკაცრი სანქციების პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ამ თემაზე აღარ გაგრძლდება.
ოფიციალური ფხენიანის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა სანქციების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
მან ასევე აღნიშნა, რომ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას თეთრი სახლი, ოფიციალური ფხენიანის მიმართ აღარ გააგრძელებს.
მედიასთან შეხვედრისას, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების მოხსნის საკითხი არ განიხილება მანამ, სანამ ფხენიანი ქვეყნის სრულ „დენუკლერიზაციას“ არ განახორციელებს. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის, მზადება შუფერხებლად მიმდინარეობს.