ნიგერიაში 200-მდე პატიმარი ციხიდან გაიქცა
ნიგერიის ქალაქ მინაში ციხიდან სულ მცირე 200-მდე პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პრემიუმ თაიმსი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ოფიციალურად უკვე დაადასტურა. ციხიდან გაქცეული 30 პატიმრის დაკავება სამართალდამცველებმა უკვე მოახერხეს.
ცნობილია, რომ პატიმრებმა ციხიდან გაქცევა, შეიარაღებული ჯგუფის პენიტენციურ დაწესებულებაზე თავდასხმის შედეგად მოახერხეს. შეტევისას მოკლულია 1 პოლიციელი ხოლო შვიდმა დაზიანებები მიიღო. ხელისუფლება ამ წუთებში მომხდარის მიზეზებს სწავლობს და ქვეყნის მასშტაბით სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.