რუსეთი შეშფოთებულია ღაზას სექტორში არსებული ვითარების ესკალაციის გამო

რუსეთის ფედერაცია შეშფოთებას გამოთქვამს ღაზას სექტორში არსებული ვითარების ესკალაციის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უფლების წართმევის გამო. ამის შესახებ განცხადება პალესტინაში რუსეთის ელჩმა, აიდან აგამინმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, ღაზას სექტორში საპროტესტო გამოსვლები ისრაელის წინააღმდეგ, უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციების სერიას „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს, რა დროსაც პალესტინელები სასაზღვრო ბლოკპოსტებთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ისრაელისგან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვენ. დაძაბულობა პალესტინელებსა და საზღვარზე დისლოცირებულ ებრაელ ჯარისკაცებს შორის ხშირად ძალადობრივ ხასიათს იღებს.
2 თვის მანძილზე მომხდარი დაპირისპირებების შედეგად, პალესტრინის მხრიდან უკვე 119 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 13 ათასზე მეტმა ადამიანმა, დაპირისპირებისას, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ებრაული მხარის განმარტებით, სამხედროები მკაცრად გაწერილი რეგულაციის ფარგლებში მოქმედებენ საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების აღსაკვეთად. მიუხედავად ამისა, გაეროს ადამიანის უფლებების წარმომადგენლობამ, ისრაელი პალესტინელების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და გონივრული მოქმედებებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები