პუტინმა საგანგებო კანონს, „აშშ-ის და სხვა სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ განსახორციელებელი ზომების თაობაზე“, ხელი მოაწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ კანონს -„აშშ-ის და სხვა სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ განსახორციელებელი ზომების თაობაზე“ ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა სპეციალურ საკანონმდებლო პორტალზე.
კანონი, ოფიციალური პუბლიკაციისთანავე შედის ძალაში. ახალი კანონის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას ეძლევა უფლება კონტრ-სანქციები დააწესოს ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა სახელმწიფოების „არამეგობრული“ ქმედებების საპასუხოდ.
კანონში ასევე მითითებულია, რომ ანალოგიური ზომების მიღება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ამა თუ იმ ქვეყნების კონკრეტული მოქალაქეებისა და საჯარო თანამდებობის პირების მიმართ.