ქაბულში მუსლიმი სასულიერო პირების კრებაზე აფეთქება მოხდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მუსლიმი სასულიერო პირების კრებაზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ცნობილია, რომ მუსლიმი სასულიერი პირები ქაბულში იმისათვის შეიკრიბნენ, რომ ბოლო დროს ავღანეთში გახშირებული ტერორისტული აქტები დაეგმოთ, და თანადგომა ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ.
ამ დრომდე უცნობია მომხდარის დეტალები. ხელისუფლება, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ავრცლებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა რადიკალურმა ჯგუფებმა, გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რასაც არაერთი ფართო მასშტაბიანი ტერაქტი მოჰყვა ავღანეთის ტერიტორიაზე.