გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევამ 25 ადამიანი იმსხვერპლა

გვატემალაში, ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, ხოლო 300 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, გვატემალას მთავრობამ დროებითი თავშესაფარი 700- მდე ადამიანს გამოუყო.
მომხდარის გამო, გვატემალას ხელისუფლებამ, ქვეყნის რამდენიმე რაიონში, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, რის გამოც დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტი „აურორა“ დახურულია.
„ფუეგო” ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელსაც ამოფრქვევები პერიოდულად ახასიათებს, თუმცა ბოლო ამოფრქვევა, ვულკანოლოგების განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები