ნაირობში შენობის ჩამონგრევას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

კენიის დედაქალაქ ნაირობში 5-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ ეტაპზე მაშველები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ნაირობის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ის შენობის ჩამონგრევის მიზეზს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დედაქალაქში 40 000-მდე შენობაა, რომელიც ნებართვის გარეშე აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები