ინდონეზიის უსაფრთხოების ძალებმა უნივერსიტეტში ჩატარებული რეიდის შედეგად, დაგეგმილი ტერორისტული აქტების სერია აღკვეთეს

ინდონეზიის სპეციალური დანიშნულების ანტი-ტერორისტულმა ჯგუფმა, ყოფილი სტუდენტი დააკავა, რომელიც ტერორისტული აქტის მზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მასშტაბური რეიდის შედეგად, რომელიც სამართალდამცველებმა სუმატრას კუნძულის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში ჩაატარა, ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის საჭირო მასალები და ხელნაკეთი ბომბები აღმოაჩინა.
პოლიციის ვერსიით, ყოფილი სტუდენტი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ინდონეზიის პარლამენტზე და ქალაქ პეკანბარუს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაზე ტერირისტულ თავდასხმას გეგმავდა. პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილის ორი თანამზრახველიც დააკავა, რომელთა დაკითხვაც ამჟამად მიმდინარეობს.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ ქვე-ორგანიზაციის -„ჯამააჰ ანშარუტ დაულაჰის“ წევრი არის.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერტებულმა შტატებმა -„ჯამააჰ ანშარუტ დაულაჰი,“ ტერორისტული დაჯგუფებების ნუსხაში, რამდენიმე წლის წინ შეიყვანა. ბოლო თვეებში, ინდონეზიაში გახშირებული ტერორისტული აქტების შედეგად უკვე 30 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები