ბერლინის კათედრალურ ტაძარში შეიარაღებული პირი შეიჭრა
ბერლინის პოლიციამ მამაკაცი გაანეიტრალა, რომელიც ბერლინში მდებარე კათედრალური ტაძრის შენობაში დანით შიარაღებული შეიჭრა. ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი პოლიციელი, ხოლო თავდამსხმელი, რომელიც ცივი იარაღით ტაძარში მყოფებს ემუქრებოდა, პოლიციამ ფეხში დაჭრა და დააპატიმრა.
ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდამსხმელი და პოლიციის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტის დროს ტაძარში 100-მდე ტურისტი იმყოფებოდა.
ბერლინის პოლიციამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე უკვე დაწერა, რომ შემთხვევა ტერორიზმსა და ისლამიზმთან კავშირში არაა.