თურქეთის სანაპიროებთან ლტოლვილებით სავსე კატარღა ჩაიძირა, გარდაცვლილია 9 ადამიანი
თურქეთის სანაპიროებთან ლტოლვილებით სავსე კატარღა ჩაიძირა. გარდაცვლილია 9 ადამიანი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თურქმა მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ცნობილია, რომ კატარღაზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან კი 6 ბავშვი იყო.
ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, იანვრი-მაისის პერიოდში თურქეთის წყლებში 26 ლტოლვილი გარდაიცვალა თურქეთიდან ევროპის მიმართულებით მიმავალი საზღვაო ტრანსპორტის ჩაძირვის შედეგად.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, პრობლემური რეგიონები მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. მათმა უმეტესობამ თავი თურქეთს შეაფარა, საიდანაც პერიოდულად ევროპაში გადასვლას ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გავლით.