ნიგერიის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტს კრიმინალური დაჯგუფების დაფინანსებაში ადანაშაულებენ
ნიგერიის პოლიციამ დაკითხვაზე ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის პრეზიდენტი, ბუკოლა სარაკი დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბუკოლა სარაკიმ კრიმინალური დაჯგუფება დაფინანსა, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმებში, ყაჩაღობასა და 33 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღსანიშნავია, რომ მოკლულებს შორის არიან ფეხმძიმე ქალი და ბავშვი.
დანაშაულის ნუსხა ასევე მოიცავს რამდენიმე ბანკის დაყაჩაღებას და პოლიციის შტაბ-ბინაზე თავდასხმას.
ბუკოლა სარაკის მიმართ ანალოგიური ბრალდებები ადრეც არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა ის ყოველ ჯერზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ მის მიმართ გარკვეული ძალები შავ პიარს აგორებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ამჯერად ბუკოლა სარაკის კრიმინალთან კავშირზე თავად დაჯგუფების წევრები ალაპარაკდნენ და მას დაჯგუფების დამფინანსებელ წყაროდ და ლიდერად ასახელებენ.