ბაშარ ალ-ასადი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს გეგმავს

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს და ქვეყნის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ბაშარ ალ- ასადმა დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დეტალები ერთ-ერთ სირიულ ტელეარხს გაუმხილა. ინტერვიუს დროს, მან ჩრდილოეთ კორეა დემოკრატიულ სახელმწიფოდ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში, უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, სადაც ის ქვეყნის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შეხვდება. დამატებითი დეტალები დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით არ ვრცელდება, ხოლო ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაცია მედიასთან არ კონტაქტობს.
შეგახსენებთ, რომ სირია და ჩრდილოეთ კორეა წლებია, რაც საერთაშორისო იზოლაციას განიცდიან. ორივე სახელმწიფო, გაერომ არაერთხელ დაადანაშაულა ბირთვული იარაღით ვაჭრობაში, რასაც ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს ჩრდილოეთ კორეა. ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ბაშარ ალ-ასადის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება. როგორც ცნობილია, ისტორიული შეხვედრა მიმდინარე წლის 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები