ტუნისთან ახლოს მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა, გარდაცვლილია 46 ადამიანი

ტუნისიდან სამხრეთით, მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 67 ადამიანის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტუნისის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ გემზე გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მიგრანტები ევროპაში ჩაღწევას ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ცდილობენ.
გადარჩენილი მიგრანტების განცხადებით, კაპიტანმა გემი მაშინ მიატოვა, როდესაც საზღვაო ტრანსპორტმა ჩაძირვა დაიწყო. მათი აზრით ამ გზით კაპიტანი შეეცადა პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა.
ცნობისათვის, ტუნისში არსებული გაუსაძლისი სოციალური ფონის გამო, ქვეყნის მოქალაქეები ხშირად გემით იტალიამდე უკანონოდ ცდილობენ ჩასვლას, სადაც ისინი იტალიის ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვენ, ქვეყანაში დარჩენის უფლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები