ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს ვაშინგტონის ძალმომრეობით ქმედებებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ვაშინგტონის ძალმომრეობით ქმედებებს წინ უნდა აღუდგეს, ირანის ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმების გადასარჩენად.
მუჰამედ ჯავადი ზარიფმა ირანის ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმების სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების სხვა ხელმომწერმა, ევროპულმა სახელმწიფოებმა, ირანის ისლამურ რესპუბლიკას არსებულ სიტუაციაში თანადგომა უნდა გამოუცხადონ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა, რასაც რამდენიმე დღეში ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოჰყვა. ამჟამად, ამერიკის სენატი ირანის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები