ცენტრალურ მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 6 პოლიციელი მოკლეს
მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 6 პოლიციელი მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა მექსიკის ქალაქ სალამანკაში მოხდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა მექსიკაში კარგა ხანია, აღარ დაფიქსირებულა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელები რუტინულ შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ყველა მათგანი, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე მექსიკის პოლიციისთვის უცნობია, თუ რა გახდა 6 პოლიციელის მკვლელობის მიზეზი. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს დღისით ცეცხლი სამმა პირმა თეთრი ფურგონიდან გაუხსნა.
დამნაშავეთა დაკავებაზე ან გამოძიების მიმდინარეობაზე პოლიცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.