ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი ექთანი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს ღაზას სექტორთან ახლოს პალესტინელი ექთანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ ექთანი, ღაზას სექტორში, დაჭრილის დახმარებას ცდილობდა, როდესაც ებრაული მხრიდან ცეცხლი გახსნეს მისი მიმართულებით. ექთანს თეთრი უნიფორმა ეცვა და ხელები მაღლა ჰქონდა აწეული იმისათვის, რომ სამხედროებისთვის დაემტკიცებინა მისი იქ ყოფნის მიზეზი, თუმცა მას მაინც ესროლეს და ადგილზე მოკლეს.
ებრაული სამხედრო ძალების წარმომადგენლის განცხადებით კი ე.წ. საზღვარზე მდებარე ბლოკპოსტს პალესტინელები დაესხნენ თავს, რა დროსაც პალესტინელებმა ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების მტკიცებით, მათ თავის დასაცავად ცეცხლს გახსნა მოუწიათ.
ცნობისათვის, ღაზას სექტორთან შეტაკებები უკვე თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს. შედეგად, პალესტინის მხრიდან უკვე 118 ადამიანია გარდაცვლილი, რასაც 21 წლის ექთნის, რაზან ალ-ნაჯარის სიკვდილიც დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები