თალიბანის ყოფილ ტყვეს პოლიციამ ბრალდებები რამდენიმე მუხლით წაუყენა
თალიბანის მებრძოლების ყოფილ ტყვეს, ჯოშუა ბოილს კანადელმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კანადის პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მისი საპყრობილედან გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ბოილის წარსულთან.
ცნობილია, რომ 34 წლის ჯოშუა ბოილი 2017 წელს მის მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ გაათავისუფლეს. ახლა კი მას ბრალი არაერთი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის სექსუალური ხასიათის დანაშაულის, თავდასხმის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩათვლით.
ბოილის შესახებ დამატებით ინფორმაციას კანადის პოლიცია არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ბოილი და მისი მეუღლე ავღანეთში მოგზაურობისას თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს. ისინი ტყვეობაში 5 წელი იმყოფებოდნენ, ამ ხნის განმავლობაში კი ბოილის მეუღლე სამი შვილის დედა გახდა. ბოილის განცხადებით, მათ მეოთხე შვილიც ეყოლათ, თუმცა ის თალიბანის მებრძოლებმა მოკლეს, შემდეგ კი მეუღლეზე სექსუალურად იძალადეს.
რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს ჯოშუა ბოილის შვილის მოკვლასა და მეუღლის გაუპატიურების ფაქტს.