აშშ და ჩრდილოეთ კორეა შეხვედრისთვის სამზადისს უკვე რეალურად შეუდგნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის სტუმარს თეთრ სახლში შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი და კიმ ჩენ ინის ნდობით აღჭურვილი პირი უკვე რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ში იმყოფება და მოახლოებული სამიტის დეტალებს ტრამპთან და მის გუნდთან ათანხმებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, მიმაჩნია, რომ ეს კარგი დასაწყისი იყო. ჩვენ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, რომ შეხვედრა შედგეს. 12 ივნისს ნაჩქარევად რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერას არ ვაპირებთ, ეს ამ პროცესის დასაწყისი იქნება. მე დღეს ჩემს ჩრდილოეთ კორეელ სტუმარს ვუთხარი, რომ შეგვიძლია არ ავჩქარდეთ და ყველაფერი ისეთ ტემპში გავაკეთოთ, როგორც მათ აწყობთ“-აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ და ჩრდილოეთ კორეა შეხვედრისთვის სამზადისს უკვე რეალურად შეუდგნენ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სასურველი შედეგის მიღწევას და შეთანხმების შედგენას სავარაუდოდ რამდენიმე შეხვედრა დასჭირდება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში „დენუკლერიზაცია“ აუცილებლად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები