ესპანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ესპანეთს, სოციალისტ პერდო სანცესის სახით, ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 180-მა დეპუტატმა დაუჭირა, 169 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი, თავი შეიკავა.
ახალი პრემიერის დანიშვნა მას შემდეგ მოხდა, რაც მოქმედმა პრემიერმა, მარიანო რახოიმ პარლამენტის ნდობის მანდატი დაკარგა, მისი თანაგუნდელების კორუფციაში მხილების გამო.
სოციალისტური პარტიის ლიდერი, პედრო სანჩესი ესპანეთის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდება, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დემოკრატიული ღირებულებები კვლავ აღიარა 1970 წელს და დიქტატორი ფრანკოს რეჟიმი წარსულს ჩააბარა.
ექსპერტების განცხადებით, პოლიტიკიდან რახოის წასვლით, ესპანეთი, როგორც ევროპაში ეკონომიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, არასაიმედო პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა ისევე, როგორც იტალია, სადაც პოლიტიკური კრიზისი უკვე კარგა ხანია არ ცხრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები