კიმ ჩენ ინი – გადაწყვეტილება „დენუკლერიზაციასთან“ დაკავშირებით უცვლელად რჩება ძალაში

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის გადაწყვეტილება „დენუკლერიზაციასთან“ დაკავშირებით, უცვლელად რჩება ძალაში.
ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებები ავრცელებენ.
კიმ ჩენ ინმა, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შეჯამებისას, ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს,„დენუკლერიზაცია“ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ეტაპობრივად განხორციელდება.
ასევე ცნობილია, რომ სერგეი ლავროვმა და კიმ ჩენ ინმა, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ისაუბრეს, ასევე გადაწყდა, რომ წელს ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის სამიტი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები