ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა

დღეს, ჩრდილოეთ კორეიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უმაღლესი რანგის სტუმარი, კიმ იონგ ჩოლი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის წერილს გადასცემს. ამის შესახებ, სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეები დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრებენ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სამიტი 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული განიარაღების საკითხი, შესაძლოა, ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდეს.
„მსურს, რომ დასახულ მიზანს ერთ შეხვედრაში მივაღწიო, თუმცა, მსგავსი შეთანხმების მიღწევას, გარკვეული დრო ესაჭიროება. შესაძლოა, ამ შეთანხმებას ერთი, ორი ან სამი შეხვედრაც კი დასჭირდეს. თუმცა დასახულ მიზანს მაინც მივაღწევთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები