ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ ინციდენტი პარასკევს დილით, ქალაქ ჩხეილას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნა. ამ დროისათვის ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველები კი, ადგილზე მუშაობას ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად განაგრძობენ.
ცნობილია, რომ ინდოეთი, მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლით, ერთ-ერთ ლიდერ პიზიციაზეა.