ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 5 სამხედრო პირი გარდაიცვალა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში, 5 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, ხოლო რამდენიმემ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა განახორციელეს.
ნიგერიის შეიარაღებული ძალების პრესმდივნის, ტეხას ჩუკვუს განცხადებით, ექსტრემისტი მებრძოლები ბორნოს შტატში მდებარე ერთ-ერთ ბლოკპოსტს დაესხნენ თავს, რა დროსაც ბომბის დეტონაცია განხორციელდა.
აფეთქების შემდეგ, სამხედროებსა და „ბოკო ჰარამის“ წევრებს შორის, ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის დროსაც „ბოკო ჰარამის“ რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები