ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა, ნობელის პრემიაზე წარადგინონ
შესაძლოა, სომხეთში აკრედიტებულმა რამდენიმე უცხოელმა დიპლომატმა და ელჩმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას, სომხურ მედიაზე დაყრდნობით, რუსული სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, – „ფაშინიანმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არამხოლოდ დაასტაბილურა, არამედ, შესაძლოა, მისმა მოღვაწეობამ მთელ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოს“.
ცნობისათვის, ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა და ყველაზე ცნობილ საერთაშორისო ჯილდოდ ითვლება, რომელიც სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში წარმატებული მოღვაწეობისთვის გაიცემა.