რომის პაპი ჩილეში მომხდარ სექსუალურ სკანდალებზე თვალის დახუჭვას აღარ აპირებს
რომის პაპი ფრანცისკე პირველი ჩილელ კათოლიკეებს დაჰპირდა, რომ კათოლიკური სამღვდელოება აღარასოდეს შეეცდება სასულიერო პირების მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებების დაფარვას, რამაც ვატიკანის ნდობის ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩილეში, რომის პაპმა საკუთარი გამომძიებლები გაგზავნა, რომლებიც ადგილობრივ კათოლოკურ სამღვდელოებაში მომხდარი სექსუალური სახის სკანდალების შესახებ დამატებით ინფორმაციას ადგილზე მოიპოვებენ.
ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს, რომის პაპთან მიმდინარე შეხვედრისას, ჩილეს 34 ეპისკოპოსს თანამდებობის დატოვება მოუწია, სექსუალური ხასიათის დანაშაულების დაფარვის გამო, რასაც ჩილეს კათოლიკურ წრეებში ჰქონდა ადგილი. ეპისკოპოსების მასობრივმა გადაყენებამ კი, ჩილეს კათოლიკური სამყაროს კრიზისი გამოიწვია.