არკადი ბაბჩენკო – არ მინდოდა სერგეი სკრიპალის ბედი გამეზიარებინა
რუსი დისიდენტი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, რომელმაც საკუთარი სიკვდილის ინსცენირება, უკრაინის სპეცსამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე მოახდინა, აცხადებს, რომ არსებობდა მისი ლიკვიდაციის საშიშროება და რომ არ უნდოდა, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ბედი გაეზიარებინა.
„ყველა ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ჩემი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ნდობას ზიანი მივაყენე, მინდა ვკითხო: რას მოიმოქმედებდით ჩემს ადგილას, როდესაც შეიტყობდით, რომ გარეთ თქვენზე ნადირობდნენ? ” – აღნიშნავს ბაბჩენკო.
მან ასევე თქვა, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფის საშიშროებამ, ჟურნალისტური ეთიკის მოსაზრებები გადაწონა.
შეგახსენებთ, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ არკადი ბაბჩენკო, რომელიც კრემლისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, კიევში მდებარე საკუთარ ბინაში სამართალდამცველებმა მოკლული იპოვეს. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბაბჩენკომ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება, უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით მოახერხა, მასზე დაგეგმილი თავდასხმის აღსაკვეთად. მომხდარმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია და არკადი ბაბჩენკოს ქმედებები მსოფლიო ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.