ევროპული სასამართლო – აშშ-ს ლიეტუასა და რუმინეთში უკანონო საპყრობილეები ჰქონდა მოწყობილი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დააგდინა, რომ 10 წლის წინ, ლიეტუასა და რუმინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანონო საპყრობილეები ჰქონდა მოწყობილი, სადაც პატიმრები მოქმედი კანონის უგულვებელყოფით იყვნენ მოთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა უკვე აღიარა, რომ საკუთარი ქვეყნის იურისდიქციის გარეთ, უკანონოდ მოწყობილ საპყრობილეებში ალ-ქაიდას წევრები ჰყავდათ, ამ დრომდე უცნობი იყო დამატებითი დეტალები ამ დაწესებულებების ლოკაციების, ან მათი დანიშნულების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უკანონო საპყრობილეებს, ლიეტუასა და რუმინეთში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო განაგებდა.
განაჩენის თანახმად, ლიეტუამ და რუმინეთმა, მათ ტერიტორიაზე არსებული უკანონო საპყრობილეების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დაიწყონ, რადგან მსგავსი დაწესებულებები მთელ რიგ საერთაშორისო კანონების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ უკანონო საპყრობილეებში პატიმრების მოთავსების საკითხი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად ჯინა ჰასპელი დანიშნა, რომელიც ცენტრალური ფიგურა იყო უკანონო საპყრობილეებში პატიმრების წამების საქმეებში, რასაც 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჰქონდა ადგილი აშშ-ის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები