დანიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბურკასა და ჰიჯაბის ტარება აკრძალა

საფრანგეთისა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს შემდეგ, დანიის სამეფოში ჰიჯაბისა და ბურკას ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ, დანიის პარლამენტში კენჭისყრა დღეს გაიმართა. დანიის მთავრობაში აღინიშნა, რომ ბურკასა და ჰიჯაბის ტარება დანიის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.
დანიის მემარცხენე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მკაცრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის მუსლიმი ქალების უფლებებს არღვევს.
ცნობილია, რომ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს შევა ძალაში. ჰიჯაბისა და ბურკას ტარებისთვის კი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები დაწესდება, რაც 1000-დან 10 000 დანიურ კრონამდე იმერყევებს.
შეგახსენებთ, რომ ბურკასა და ჰიჯაბის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უკვე აკრძალულია საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და ბავარიის მხარეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები