პარკლენდის სკოლაში 17 ადამიანის მოკვლისთვის ბრალდებული მკვლელობამდე ვიდეო მიმართვებს წერდა, სადაც მის გეგმებზე ღიად საუბრობდა (ვიდეო)

19 წლის ნიკოლას კრუზმა, რომელმაც ფლორიდის შტატში მდებარე პარკლენდის სკოლაში, ცეცხლის გახსნის შედეგად, 17 ადამიანი მოკლა, ინციდენტამდე რამდენიმე ვიდეო ჩაწერა, სადაც ის თავდასხმის მზადების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში 19 წლის ნიკოლას კრუზი ამბობს-„ მოგესალმებით, მე ნიკოლას კრუზი ვარ და 2018 წელს სკოლაში სროლას მე მოვაწყობ. ჩემი მიზანია სულ მცირე 20 ადამიანი მაინც მოვკლა AR-15 სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით“.
ვიდეო მიმართვაში კარგად ჩანს, რომ მოზარდს სწორედ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს ხელში, რომლითაც მოგვიანებით 17 ადამიანი სკოლაში მოკლა.
შემდეგ კრუზი, ვიდეო მიმართვაში ამბობს, “თქვენ ყველანი მოკვდებით“ და ღიმილით აყოლებს- „მე ამის იმედი მაქვს“.
ცნობილია, რომ ვიდეო მიმართვები პროკურატურამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო და ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები