სერგეი ლავროვი კიმ ჩენ ინს შეხვდა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში დღეს ჩაფრინდა.
მანამდე მან, მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან, ლი იენ ჰოსთან, შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გამართა, რა დროსაც დიპლომატებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
კიმ ჩენ ინისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ, რუსეთის საგარეო უწყებას ვიზიტამდე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.