ჰელმანდის პროვინციაში მორიგი აფეთქება მოხდა
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მორიგი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია-საშუალებები იუწყებიან.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
ცნობილია, რომ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული და დეტონაცია ადგილობრივი პოლიციის შენობასთან მოხდა.
აფეთქების გამო, სამართალდამცველებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლიციის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
დამატებითი ინფორმაცია აფეთქებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ვრცელდება.