სიდნეიში მომხდარმა ხანძარმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ცენტრში მდებარე შენობაში მომხდარმა ხანძარმა, პიკის საათის დროს, სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ ხანძარი დილით მოხდა, როდესაც ქუჩები ტრანსპორტით იყო გადატვირთული. ხანძარი იმდენად მოედო შენობას, რომ მაშველებმა ახლომდებარე ოფისებიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
ცნობილია, რომ შენობას ხანძრის მომენტში რემონტი უტარდებოდა და ვერ კონკრეტდება ცეცხლის გაჩენისას მუშები ადგილზე იყვნენ, თუ არა. ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები