ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, 2 დღის წინ მომხდარ თავდასხმაზე, პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ისლამური სახელმწიფოს მიერ, ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხალიფატის მებრძოლმა” საკუთარი მოვალეობა აღასრულა, რაც ბელგიურმა პოლიციამ ტერორისტულ აქტად მონათლა.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბელგიელი ბენჯამინ ჰერმანი მუსლიმთა რწმენის გამაძლიერებელ ფრაზას „ალაჰ აკბარს“ იმეორებდა, მაშინ როდესაც პოლიციელებს სასტიკად უსწორდებოდა, ხოლო მძევლად აყვანილმა ქალბატონმა კი აღნიშნა, რომ ის თავდამსხმელმა იმხოლოდ მიტომ შეიწყალა, რომ მუსულმანი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ბენჯამინ ჰერმანმა 2 პოლიციელი მოკლა, ხოლო შემთხვევითი გამვლელი მძევლად აიყვანა, შემდეგ კი გაათავისუფლა. თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, სკოლის შენობასთან გაანეიტრალა.
აღსანიშნავია, რომ ბენჯამინ ჰერმანი ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს იხდიდა და თავდასხმის დღეს, ციხიდან 2 დღის ვადით გათავისუფლდა.
ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ბელგიელმა რადიკალმა ციხეში სასჯელის მოხდისას გარკვეული კავშირები დაამყარა რადიკალ ისლამისტებთან და, ინტერნეტის მეშვეობით, პოლიციელებზე თავდასხმის განხორციელების ინსტრუქციაც მიიღო. ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ არ პასუხობს მედიის კითხვას, თუ რატომ მოხდა ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული პირის 2 დღით გათავისუფლება ციხიდან, როდესაც არსებობდა ეჭვი მის რადიკალიზმთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები