აშშ-ში ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელი ჩაფრინდა

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი, კიმ იონგ ჩოლი ნიუ-იორკში დღეს ჩაფრინდა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად.
ცნობილია, რომ მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრის დეტალებზე ისაუბრებენ.
ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, კიმ ჩენ ინისთან ყველაზე დაახლოებულ და ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება. ის დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის სამზადისში აქტიურადაა ჩართული.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის სტუმარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მიიღებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი სახის ვიზიტი აშშ-ში ბოლოს 18 წლის წინ განხორციელდა ჩრდილოეთ კორეიდან, როდესაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციას იო მიონგ როკი, ჩრდილოეთ კორეის ვიცე-მარშალი ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები