აშშ-მა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ სანქციები დაწესდა ირანის ექვს მოქალაქეზე და სამ ირანულ დაწესებულებაზე, მათ შორის თეირანის ევინის ციხეზე.
არსებული ინფორმაციით, სანქციების შედეგად შეზღუდვები დაწესდა ჰესბოლას და ჰანისტას ორგანიზაციებზეც.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დანალდ ტრამპმა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არსებული ბირთვული შეთანხმება დატოვა და სანქციების ამოქმედება დააანონსა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს, ძველ სანქციებთან ერთად, ახალი შეზღუდვებიც დაუწესდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები