აშშ-ის აეროპორტში, საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის აეროპორტში, საეჭვო ჩანთის აღმოჩენის გამო, მომსახურე პერსონალისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობა მაშინ დადგა დღის წესრიგში, როდესაც აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალში, კინოლოგიური სამსახურის კუთვნილმა ძაღლმა, საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა აეროპორტის მესამე და მეოთხე სართულების სრული ევაკუაცია განახორციელეს.
შენობის რამდენიმესაათიანი შემოწმების შემდეგ, განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ამ მომენტში მგზავრებს აეროპორტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა უკვე მიეცათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები