ისლამისტი მებრძოლები ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ისლამისტი მებრძოლები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინას თავს დაესხნენ.
შეტაკებები, სამთავრობო ძალებსა და მძიმედ შეიარაღებულ ისლამისტ მებრძოლებს შორის, 2 საათს გაგრძელდა. შეტაკებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელთან, დანაღმული მანქანაც აფეთქდა, რის შემდეგაც, შენობაში შეღწევა რამდენიმე მებრძოლმა შეძლო.
არსებული ინფორმაციით, შეტაკებისას, სულ მცირე 10 ისლამისტი მებრძოლი და 1 პოლიციელია გარდაცვლილი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობაში თავი აიფეთქა.
უწყების წარმომადგენლის განცხადებით, სამინისტროს ძირითად ბლოკში შესვლას ისლამისტი მებრძოლები ვერანაირად მოახერხებდნენ, რადგან დაწესებულებაში დიდი რაოდენობით სამთავრობო ძალები იყო მობილიზებული.
ამ ეტაპზე, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები