“მექსიკა არასდროს გადაიხდის ამერიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობის საფასურს”
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას განცხადებითვე უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ მექსიკა არ აპირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას.
„მივმართავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მექსიკა არასდროს გადაიხდის გამყოფი კედლის მშენებლობის საფასურს. არც ახლა და არც მომავალში. პატივისცემით, თქვენი მექსიკა“, – დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკა და მისი მთავრობა უკანონო მიგრაციის აღკვეთის კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულა და მექსიკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვალდებულია ორი ქვეყნის გამყოფი კედლის მშენებლობა დააფინასოს.