ავღანეთში აფეთქებას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის სამხრეთ პროვინციაში მდებარე, ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, 15 დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. მედიკოსების განცხადებით, ჰოსპიტალიზებული პირების დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები