ინდოეთში ავარიის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის ტელანგანას შტატში, ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სატვირთო მანქანა, გზაზე მოძრაობისას, საპირისპირო ზოლში გადავიდა და ავტობუსს შეეჯახა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები ისხდნენ.
ავარიის შედეგად, 7 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 15 ჰოსპიტალიზებულია. ექიმების თქმით, ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები