დონალდ ტრამპმა მექსიკა უკანონო მიგრაციის კუთხით, უმოქმედობაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტი უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მექსიკის მთავრობა უკანონო მიგრანტების შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.
ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტს ასევე შეახსენა, რომ ორი ქვეყნის გამყოფი კედლის მშენებლობა, მექსიკურმა მხარემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე და არა ამერიკამ.
„საბოლოოდ, მექსიკა მაინც დაფარავს გამყოფი კედლის მშენებლობის ხარჯებს. ისინი აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ მექსიკიდან და ჰონდურასიდან უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად. მათ ჩვენი დახმარება არ სურთ“, -აღნიშნა ტრამპმა ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში გამოსვლისას, სადაც ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის საკითხზე სასაუბროდ ჩავიდა.
ცნობისთვის, მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამყოფი კედლის აშენება, უკანონო მიგრანტების შესაჩერებლად, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაა, რომელიც ამ დრომდე ვერ სრულდება.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ კედლის მშენებლობა კოლოსალური თანხა დაჯდებოდა და ეს ვალდებულება მექსიკის პრეზიდენტს დააკისრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მექსიკას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები