უკრაინაში ცნობილი რუსი ჟურნალისტი მოკლეს

კიევში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ანდრეი ბაბჩენკო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბაბჩენკოს ზურგში რამდენიმეჯერ ესროლეს. ინციდენტი ბაბჩენკოს სახლში მოხდა. ის საკუთარმა მეუღლემ უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა 41 წლის ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, ანდრეი ბაბჩენკოს სიკვდილი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ფოტორობოტი უკვე შეადგინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ 40-45 წლის მამაკაცია. მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში, ცნობილია, რომ ჟურნალისტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა, რის გამოც, მას რუსეთში სდევნიდნენ. სწორედ დევნის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მუქარის გამო, ანდრეი ბაბჩენკო უკრაინაში ოჯახთან ერთად გადასახლდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები