ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამასკოში საელჩოს გახსნას გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკა” დამასკოში საელჩოს გახსნას აპირებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თვითაღიარებული „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განუცხადა.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ, სირიის მიერ ე.წ. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკების აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა, რაც მოგვიანებით სირიის მთავრობამაც დაადასტურა.
„სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რაც ამავდროულად, ჩვენს ქვეყანას უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს, რისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მედოევმა.
მედოევმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების შემდეგ, კონტაქტების დამყარება ორი ქვეყნის საგარეო უწყების დონეზეც მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამასკოში „სამხრეთ ოსეთის“ საელჩოს გახსნის საკითხიც განიხილება.