რუსეთი სირიის გადაწყვეტილებას ეხმაურება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნა დიმიტრი კოსაჩოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს ამ პროცესს. მისი აზრით, ყველაფერი აფხაზი და ოსი ერების სასიკეთოდ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიამ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც მოგვიანებით, სირიულმა მხარემაც დაადასტურა.