ბელგიაში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც 2 პოლიციელი მოკლა

ცოტა ხნის წინ, ბელგიაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ბელგიელმა სამართალდამცველებმა მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

სპეცოპერაცია ქალაქ ლიეჟში ჩატარდა. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე კვლავ პოლიციელების მობილიზება შეინიშნება.

ცნობილია, რომ გარდაცვლილმა, რამდენიმე დღით ადრე, ორი პოლიციელი მოკლა მას შემდეგ, რაც ქალბატონი მძევლად გაურკვეველი მიზეზების გამო აიყვანა.

მომხდარზე, ამ დროისთვის, კომენტარს სამართალდამცავი ორგანოები არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები