ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, ეგვიპტეში 8 რადიკალი ისლამისტი მოკლეს
ეგვიპტეში მიმდინარე ანტი-ტერორისტული სპეცოპერაცია „სინაი-2018“-ის ფარგლებში, ქვეყნის სამხედრო ძალების შენაერთებმა, 8 რადიკალი ისლამისტის ლიკვიდაცია შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
სამხედრო უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სინაის ნახევარკუნძულზე მიმდინარე სპეციპერაციისას, სამხედრო შენაერთებსა და ისლამისტ რადიკალებს შორის, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 8 რადიკალი ისლამისტის ლიკვიდირება მოხერხდა, ხოლო დაკავებულია 64 ადამიანი.
ცნობისათვის, ანტი-ტერორისტული სპეცოპერაცია, სინაი-2018 ეგვიპტეში, მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. სპეცოპერაციის შედეგად უკვე დაკავებულია ასობით რადიკალი ისლამისტი. სპეცოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სინაის ნახევარკუნძულზე არსებულმა უკონტროლო სიტუაციამ მთელ ქვეყანას შეუქმნა ტერორიზმის საფრთხე.