სკრიპალების გამოჯანმრთელება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა

მედიკოსები, რომლებიც სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილ, იულია სკრიპალს მკურნალობდნენ, ვერ აკონკრეტებენ საბოლოოდ განიკურნენ სკრიპალები ინტოქსიკაციისგან თუ არა.
„ჩვენ ამის შესახებ დარწმუნებით ვერ ვილაპარაკებთ“, – აღნიშნა BBC-თან საუბრისას სოლსბერის საავადმყოფოს დირექტორმა.
ასევე ცნობილია, რომ მკურნალობის პერიოდში სოლსბერის საავადმყოფოს თანამშრომლებს შიში ჰქონდათ, რომ ქიმიკატით მედიკოსებიც მოიწამლებოდნენ, ვინაიდან დაზუსტებით არ იცოდნენ, თუ რა თვისებების მქონე ქიმიკატთან ჰქონდათ შეხება.
ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღანჩინოსანი, სერგეი სკრიპალი, რომელიც ბოლო დროს ბრიტანალების სასარგებლოდ მუშაობდა, მიმდინარე წლის 4 მარტს უგონო მდგომარეობაში სოლსბერიში მდებარე სახლში აღმოაჩინეს, მის ქალიშვილთან ერთად.
ბრიტანეთმა რუსეთი სკრიპალების მოწამვლაში დაადანაშაულა, რასაც საერთაშორისო სკანდალი და რუსეთის მიმართ გარკვეული სანქციების დაწესება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები