ვენესუელაში ავტოკატასტროფას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვენესუელას მერიდას შტატში, ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას მერიდას შტატის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავარიისას სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, შემდეგ კი სიმაღლეზე გადავარდა. შტატის სამაშველო სამსახური იტყობინება, რომ კატასტროფის მომენტში, სამგზავრო ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე, მაშველები მუშაობენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევა. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.