ბენიამინ ნათენიაჰუს განცხადებით, ისრაელი სირიის ტერიტორიაზე ირანის ყოფნას არ დაუშვებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნათენიაჰუს განცხადებით, ისრაელი სირიაში ირანული შენაერთების არსებობს ეწინააღმდეგება.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, სირიის ნებისმიერ ნაწილში ირანის ყოფნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. აღმოსავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოებიც ამავე პოზიციას იზიარებენ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნათენიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი ევროპის ლიდერებთან, კერძოდ კი ანგელა მერკელთან, ემანუელ მაკრონთან და ტერეზა მეისთან. მისი თქმით, შეხვედრაზე ირანის ექსპანსიის საწინააღმდეგო ნაბიჯები იქნება განხილული.

„იყო დრო, როდესაც ჩვენ მარტონი ვიყავით ჩართული ამ კამპანიაში, თუმცა სიტუაცია ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა“, – განმარტა ნათენიაჰუმ.

ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მთელ ახლო აღმოსავლეთს უქმნის საფრთხეს სტაბილურობის თვალსაზრისით და რომ ირანის აგრესიის წინააღმდეგ, ზომების მიღება, მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები