ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული 25 რაკეტა გააუვნებელყო
ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტები ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„ჩვენი მიმართულებით 25 რაკეტა გამოუშვეს ღაზას სექტორიდან, რომლებიც ისრაელში მდებარე სხვადასხვა ლოკაციის ასაფეთქებლად იყო გამიზნული. რაკეტების უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანტი-სარაკეტო სისტემა, „აირონ დოუმმა“ ჩამოაგდო“, – ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პალესტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ღაზას სექტორი კი უკვე თვეებია, რაც ისრაელ-პალესტინის საზღვარს უტევს. ადგილზე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მართავენ პალესტინელები, რა დროსაც ხშირია ძალადობრივი ქმედებები ორივე მხრიდან, რის შედეგადაც უკვე 116 პალესტინელია მოკლული ებრაელი ჯარისკაცების მიერ.